აჭარაში COVID-19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა

ჭარის რეგიონში დღეს  COVID-19-ის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით  3 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი, სულ კი აჭარის რეგიონში კოვიდკლინიკებში 479 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გამოჯანმრთელდა 284 პირი.

დღემდე აჭარაში ვირუსისგან განიკურნა 30 691 ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 28 დეკემბრის მონაცემებით, ონლაინკლინიკებში 1410 პაციენტი მკურნალობს, 497  პირი  კი კოვიდსასტუმროში იმყოფება.

ხვიჩა მამულაძე