ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს დაბადების დღეს იხდის – როგორ მოხვდებით წვეულებაზე?

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ 31 დეკემბრის ღამეს დაბადების დღეს გადაიხდის.

კერძოდ, ვინაიდან 31 დეკემბერს დაბადების დღე აქვს, ხოლო თბილისში არსად არაფერი ხდება, ხალხს გასართობად დაბადების დღეზე ეპატიჟება. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ადგილზე მისულებს დახვდებათ: 

KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი, პიონერი დუოს GREENBEAM & LEON წევრი ლეონ ლოლიშვილი სოლო პროექტით Autumn Tree; ქართველი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი გიორგი ჯინჭარაძე, იგივე GENERALI MINERALI; ახალგარდა ქართველი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლ NineTimesNine (999999999)-ის და ლეიბლ SCTR წევრი Clinical Hates და ქართველი დიჯეი და პროდიუსერი შაკო ნიჩიპეროვიჩი, ტექნო, ელექტრო და ბრეიქბით ჟღერადობაზე ორიენტირებული პროქტით Krawai, რომლის EP „I just take mdma and go“ და ალბომი „Experimental love“ დარელიზებულია ფრანგულ ლეიბლზე Super boom records.

„დაბადების დღეზე მოსახვედრად საჭირო პირობების გასაცნობად მომწერეთ ამ გვერდის ინბოქსში და ჩემი მეგობრები გიპასუხებენ.

მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ბევრ ჯანმრთელობას“, – წერია ჯაფარიძის ფეისბუქ ივენთში. 

ნენე ინჯგია