#ელისობოლქვაძემ „ოცნების“ ბუდეს გადაუფრინა, ანუ მაძღარ ცინიკოსთა აღლუმი

ბედნიერები ხართ, ომი და გაჭირვება არ გინახავთო“, – გვეუბნებოდნენ მე და ჩემი ხნის ადამიანებს პაპაბებიები. ჰოდა, ჩვენ, ომზე, შიმშილსა და სიღარიბეზე მხოლოდ ვირტუალური წარმოდგენა გვქონდა და გვეგონა, რომ ცხოვრება მართლაც ისეთი მშვენიერი იყო, როგორც საბჭოთაძილის პირულშიაჩვენებდნენ, აი, იმძილის პირულში“, ყოველ საღამოს, ცხრისკენ რომ იწყებოდა და რომლის დამთავრებისთანავე ჩვენ, ბედნიერ საბჭოთა ბავშვებს, აუცილებლად ტკბილად უნდა დაგვეძინა! ჩვენც ვიძინებდით, მაგრამერთ დილასაც კოშმარში გაგვეღვიძა დაამ კოშმარს თბილისის ძმათამკვლელი ომი ერქვა! მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბორტ ზღაპრებშია: ომს უშუქობა მოჰყვა, უშუქობასუგაზობა, უწყლობაპურის გრძელი რიგები და სხვა ათასი უბედურება. ჩვენ ვშიმშილობდით, სიღატაკეს ყოველდღიურად იმ იმედით ვებრძოდით, რომ რომელიმე საოჯახო ნივთს ხვალაც გავყიდდით და, მინიმუმ, მატლიან ფქვილს ვიყიდდითდიახ, ჩვენმე და ჩემი ხნის ხალხმა, პაპაბებიები ბედნიერებს რომ გვეძახდნენ, ათასი უბედურება ვნახეთ, ხელისუფლებაში მოსული ათასი ვიგინდარა და ერთუჯრედიანი ავიტანეთ, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ჩვენს ფანტაზიასაც აღემატება – 21- საუკუნეში, როცა მსოფლიო მარსის დალაშქვრას აპირებს, ჩვენმე და თქვენ ელისო ბოლქვაძისა თუ სხვათა ბოდვას ვუსმენთ, ბოდვას, რომელსაც „სამზღვარი არ აქვს“!

ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, „ელისობოლქვაძეები“, ანუ ისინი, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ და ამჩნევენ, ყველა დროის ყველა მმართველობას ჰყავდა, ჰყავს და, ცხადია, მომავალშიც ეყოლება, მაგრამ ამ ალოგიკური აქსიომის მთელი ტრაგიზმი ის გახლავთ, რომ თანამედროვე ელისო ბოლქვაძებმა თვით გუგული მაღრაძესაც კი გადაუჯოკრეს. დიახ, დღეს გუგულის სიბრძნეები აღარავის ახსოვს, რადგან „ოცნების“ ბუდეს უკვე #ელისობოლქვაძემ ცოცხზე ამხედრებული „ბაბაიაგასავით“ გადაუფრინა. ეგაა ოღონდ: #ელისობოლქვაძე მოდერნიზებული „ბაბაიაგაა“ – ცოცხის ნაცვლად როიალზეა ამხედრებული და დაჟინებით მოითხოვს, რომ პარლამენტმა ინსტრუმენტი იყიდოს.

ნაციონალური მოძრაობისწევრმა შემომითვალა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მე ფორტეპიანოზე დავუკრავდი. ფორტეპიანოზე დაკვრა, სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეაა. ვფიქრობ, პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ და მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანოში, როგორიც არის პარლამენტი“, – განაცხადა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას გაპოლიტიკოსებულმა პიანისტმა, პიანისტმა, რომლითაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო ამაყობდა. ყოველ შემთხვევაში, მათაც კი, რომელთაც მუსიკისა არაფერი გაეგებათ, სიამოვნებდათ, როცა ქართველი მუსიკოსის წარმატების შესახებ იგებდნენ და თავს იმითაც იწონებდნენ, რომ ქალბატონი ბოლქვაძე, პრაქტიკულად, ერთადერთი ჩვენებურია, რომელიც იუნესკოს მშვიდობის ელჩი გახდა.

ახლა, ვერ ვიტყვით, რომ იუნესკოს მშვიდობის ელჩობა და პოლიტიკოსობა ერთმანეთის სინონიმებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ქალბატონმა პიანისტმა ასე ჩათვალა და პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდა, თან ისეთი ამბიციები, რომ პირდაპირ კულტურის მინისტრობა მოუნდა, ანუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, სანამ კულტურის უწყება განათლების სამინისტროს შეერწყმებოდა, „ოცნების“ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ივანიშვილის გუნდი ქვეყნის კულტურაზე ზრუნვას, დიდი ალბათობით, ცნობილი ჟურნალისტების – ჟურნალ „საუნჯის“ ყოფილი მთავარი რედაქტორის, მთარგმნელ ნანა დარჩია-ბოლქვაძისა და თავის დროზე ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი რედაქტორის, ზაალ ბოლქვაძის ქალიშვილს ჩააბარებდა, მაგრამ ეს მოარული ხმა მაშინ არ გამართლდა, ანუ როგორც ამბობენ, იმხანად ბოლქვაძის გამინისტრების იდეას მოწინააღმდეგეები თავად „ოცნების“ შიგნით გამოუჩნდნენ, თუმცა ახლა სხვა რეალობაა – ახლა #ელისობოლქვაძე მმართველი პარტიის ახალი სახეობის გუგულია, გუგული, რომელსაც ყველა ბოდვა ეპატიება. ამიტომაც ისევ არსებობს მოლოდინი, რომ გაპოლიტიკოსებული პიანისტი, რომლის მიმართაც „ქოცებს“, „ნაცებსა“ და, თქვენ წარმოიდგინეთ, შუაშისტებსაც კი ერთნაირი ანტაგონიზმი აქვთ, ქვეყნის კულტურაზე მთავარი მზრუნველის სტატუსს გაინაღდებს.

ერთმა ფაქტორმა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ ქალი, რომელიც 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს პარიზიდან უცქერდა და თვალების დათხრას კი არა, მხოლოდ ჯიკაობას ხედავდა და ქალი, რომელიც გვმოძღვრავს, – რა გაჭირვება აგიტყდათ, აფრიკაში უფრო დიდი გაჭირვებააო, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის საჭეთმპყრობელი აუცილებლად გახდება.

რაც შეეხება ეჭვის გაძლიერების საფუძველს, უკვე ცნობილია, რომ განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ისევ გაიყოფა და განათლების უწყება ფუნქციონირებას ავტონომიურ რეჟიმში დაიწყებს.

კულტურის სფეროს ცალკე გამოყოფის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ. კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ ეს თებერვალს არ გადასცდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას.

იმაზე არავინ კამათობს, რომ ჩვენს კულტურას სჭირდება ორგანო, რომელიც მხოლოდ კულტურაზე იზრუნებს და ეს სფერო რომელიმე სხვა უწყების დანამატი არ იქნება, მაგრამ იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაუდგება სათავეში ამ ორგანოს? ახლა, სხვა თემაა, ელისო ბოლქვაძე როგორი პიანისტია, ზოგს შეიძლება, მოსწონს, ზოგს – არა, მაგრამ ფაქტია, როგორც მუსიკოსი, უდავოდ, ნიჭიერია, თუმცა კულტურა მხოლოდ როიალზე ბეთჰოვენის დაკვრა ხომ არაა? ჰოდა, აბა, დავფიქრდეთ: რას გააკეთებს კულტურისთვის ქალი, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს:

საქართველო რომ არ არის ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა, ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს. თუნდაც ის, რასაც მეც ვუყურებ ჩემი გამოცდილებიდან. ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძალიან ბევრ რიგს, სხვათა შორის. ვფიქრობ, სად არის აბა, ბალანსი, როგორ არის, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა, ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან?“

ჰო, კონკრეტული ელისო ბოლქვაძე და „ოცნების“ ბუდეგაფრენილი სხვა #ელისობოლქვაძეები, ე. ი., ახალი ჩამოსხმის #გუგულიმაღრაძეები სუპერმარკეტებში მხოლოდ რიგებს ხედავენ, ხოლო იმის დანახვა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ადამიანები, მათ შორის, ბავშვებიც, შიმშილობენ, ჯიუტად არ უნდათ, მაგრამ ძვირფასო #ელისობოლქვაძეებო, სიმშვიდეს დაგირღვევთ და გაიძულებთ, მოუსმინოთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ეშინია, რომ მცირეწლოვანი შვილი და ობოლი დისშვილი შიმშილით არ მოუკვდეს.

„2005 წლიდან აქ ვცხოვრობთ მე, ლუკა, ჩემი და და მისი შვილი სალომეჩემს დას გულის პრობლემები დაეწყო, დიაგნოზი გულის მანკი აღმოჩნდარაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გადარჩენა ვერ შევძელით. სალომეს მალე მამაც გარდაეცვალა და დაობლებულ დისშვილზე მზრუნველობა საკუთარ თავზე ავიღე, რადგან ჩემ გარდა, არავინ ჰყავს

ერთად დავადექით გაჭირვების იმ გზას, რომლითაც დღემდე მოვდივართ. შიმშილისა და არქონის მიუხედავად, ბავშვები ამას არასდროს მაგრძნობინებენ და  სულ ცდილობენ, ამაზე ნაკლებად ისაუბრონარ უნდათ, ცუდად ვიყო. ბევრს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. კოვიდპანდემიას, შიმშილის გარდა, სხვა პრობლემებიც დაერთო, ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი, რომ გაკვეთილების მოსმენა შეძლონგანათლებას ვერ იღებენ. ამაზე ძალიან ვნერვიულობ, მინდა მიიღონ განათლება, რათა უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ და აისრულონ ყველა ოცნება.

სულ იმის მეშინია, ბავშვები შიმშილით არ დამეხოცოს! იქნებ, ვინმემ გვიშველოს!

საკვებს გამგეობის სასადილოდან ვიღებთ, მაგრამ ბავშვები იწამლებიან და ვერ ჭამენ, ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი დარდია. დილის 5 საათიდან ვმუშაობ, რომ ბავშვებმა რაღაც საკვები მიიღონ, სხვა შემთხვევაში, ვერ იცოცხლებენ. ჩვენნაირი ძალიან ბევრია, მოვითხოვ ხელისუფლებისგან, მოხედოს ჩვენნაირ ხალხს, რადგან ახლა ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება დახმარება.

სექტემბერში სკოლისთვის ძალიან უნდოდათ ტანსაცმელი ბავშვებს, სხვებს რომ უყურებდნენ, როცა ისინი ყიდულობდნენ, გული წყდებოდათ. მთელი ჩემი ხელფასით, რაც საკვებისა და არსებობისთვის გვჭირდება, ტანსაცმელი ვუყიდე. მას შემდეგ აღარ იხდიდნენ, ისე უხაროდათ. მგონი, ცხოვრებაში პირველად იყიდეს ტანსაცმელი, – ამბობს ჟანა მამედოვა, რომელიც სააგენტო „ჰოთნიუსის“ ცნობით, გლდანში, მიტოვებულ ვაგონში 13 წლის შვილსა და ობოლ, 10 წლის დისშვილთან ერთად ცხოვრობს.

საუბედუროდ, ამ ქვეყანაში ვაგონში მცხოვრები ადამიანები ბევრნი არიან, ადამიანები, რომელთაც ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და წამს ეშინიათ, რომ შვილები შიმშილით მოუკვდებათ. ამ დროს კი 90 გაზულუქებული „მეოცნებე“ იმაზე ფიქრით იკლავს თავს, ფეშენებელურ აგარაკზე 20-ათასიანი აბაზანა დადგას თუ 50-ათასდოლარიანი მაჯის საათი იყიდოს!

ისე, თუ კარგად დავთვლით, 90 გაზულუქებული „მეოცნებე“ მხოლოდ ერთპარტიულ, ე. ი., კომუნისტურ საკანონმდებლო ორგანოშია, თორემ, სინამდვილეში, ასეთი გაზულუქებულები სამინისტროებშიც არიან – მინისტრების, მათი მოადგილეებისა და სხვა აპეკუნების სახით!

ჰო, ალბათ, მოვა დრო და ისტორიაში დაწერენ, 2012-დან 20… რომელიღაც წლამდე საქართველოს „საქოცეთი“ ერქვაო. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფურცელი იქნება, ფურცელი, რომელიც ზოგან შეიძლება, იმ „ყბადაღებულ 9-წელსაც“ გაუტოლდეს. ასეთი ტოლობა „ქოცებს“ არ მოეწონებათ და მართლებიც იქნებიან, რადგან სასტიკი ამბები იმ რეჟიმის დროსაც ხდებოდა – იყო უკანონო დაჭერები, მკვლელობები და სხვა ათასი კოშმარი, მაგრამ დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ადამიანები იმედის ნაპერწკალს ხედავდნენ, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები, ასე თუ ისე, ფუნქციონირებდა და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ „ნაცები“, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებიდან წავიდოდნენ და მთლად ევროპულ თუ არა, ევროპასთან მიახლოებულ ქვეყანაში ოდესმე ჩვენც ვიცხოვრებდით!

ახლა? – ახლა შიმშილთან, სიღატაკესა და „ოცნების“ ბუდეგადაფრენილ ძველი თუ ახალი „გუგულების“ სიბრძნეების მოსმენასთან ერთად, იმის ატანაც გვიწევს, რომ რუსული ოკუპაცია, რომელსაც „ქოცების“ ხანაში, რატომღაც, მცოცავი დაერქვა, თანდათან ძლიერდება, მაგრამ ხელისუფლებაში კაციშვილი არაა, რომელიც „პუტინურ“ აგრესიას ღიად გააპროტესტებს და იტყვის, – დიახაც, რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი სწორედ კრემლის მიერაა ოკუპირებულიო!

და სწორედ მაშინ, როცა საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერება შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, ვიღაც გაურკვეველი ადამიანები, უფლის სახელით, ბავშვებს „სამშობლომცოდნეობის“ სემინარებს უტარებენ და ცდილობენ, მომავალ თაობას ტვინი იმით გამოურეცხონ, რომ ქალი, რომელიც წარმატებულია, ე. ი., სამსახური აქვს და საქმეს აკეთებს, სატანას ემსახურება!

ერთი სიტყვით, სახალხო ენით თუ ვიტყვით, ქვეყანას დედა აღარ ჰყავს. სამწუხაროდ, ილიაც ათეული წლების წინათ მოკლეს, თორემ ერის უგვირგვინო მეფე, ცოცხალი რომ იყოს, ახლა უფრო ომახანიად იტყოდა:

ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!“

ჰო, ჩვენ ილია აღარ გვყავს.

სამაგიეროდ, ჩვენ #ელისობოლქვაძეები გვყვანან, რომლებმაც „ოცნებას“ გადაუფრინეს და „ბოდვების კონკურსში“ წარმატებას წარმატებაზე აღწევენ!

…მე ილია არ ვარ, თორემ ვიტყოდი:

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“

მე არც ელისო ბოლქვაძე ვარ, თორემ სახეზე ძალიან საქმიანი ადამიანის ნიღაბს ავიფარებდი და დაგმოძღვრავდით:

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივსა და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება, ცუდი ადამიანი იყოს მომავალში.

მე არც გია ვოლსკი ვარ, ელისო ბოლქვაძის აზრები რომ გამეზიარებინა და მეთქვა:

პარლამენტში თუ იქნება როიალი, თუ იქნება საშუალება, რომ კულტურის მუშაკები, ბავშვები ხშირად მოდიოდნენ, კარგი იქნება. როიალზე შემსრულებელიც გვყავს და საკმაოდ ნიჭიერი ხალხია პარლამენტში, მათ შორის, უმცირესობაშიც და თუ სხვა რამეში გამოიჩენენ ნიჭს და არა დესტრუქციაში, კარგი იქნება“.

მე ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც თქვენ მსგავსად გადარჩენისთვის იბრძვის და რომელსაც უნდა, ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, სადაც მის არჩევანს არ მოიპარავენ და ამ მოპარული არჩევანით ხელისუფლებაში #ელისობოლქვაძეები არ მოვლენ!

გიორგი აბაშიძე