აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობას ამტკიცებს

აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას ამტკიცებს.

დღესვე დაკომპლექტდება ასევე მინისტრთა კაბინეტიც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ თორნიკე რიჟვაძესა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატებმა გუშინ მოუსმინეს.

დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ  მათ უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი სამთავრობო პროგრამა გააცნო და სხდომაზე შეკრებილების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეგახსენებთ: უცვლელია საბჭოს თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. მთავრობის დასამტიცებლად საჭიროა არანაკლებ 11 დეპუტატის მხარდაჭერა.

ხვიჩა მამულაძე