გურამ კაშია UEFAS-ს გადაღებულ ფილმში მოხვდა

UEFA-მ 54-წუთიანი ფილმი “განრისხებულები” გადაიღო, რომელიც ძალადობის სხვადასხვა გზით გამოვლინებას ეხება.

პოლ პოგბა, ნადია ნადიმი, მეგან რაპინო, მოიზე კინი, დეიან ლოვრენი, ოლივიე ჟირუ, შანის ვან დე სანდენი, ტაირონ მინგსი, ხუან მატა, კალიდუ კულიბალი და გურამ კაშია საუბრობენ დისკრიმინაციაზე, რომელიც გამოწვეულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა მიზეზებით.

ფილმის ერთ-ერთ გმირი, კაშია იხსენებს იმ რეაქციას, რომელიც მის მიერ LGBTQ ადამიანებისადმი მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთებას მოჰყვა. სურათში ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავაც ჩანს.

ნენე ინჯგია