ჩაკ ხეიგელი ამერიკის არმიას რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზაობას სთხოვს

5

პენტაგონის შეფი ჩაკ ხეიგელი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიას, რუსეთის ფედერაციის არმიასთან დასაპირისპირებლად მზადყოფნისაკენ მოუწოდებს. იუწყება სააგენტო ,,ТАСС“-ი. აღნიშნული განცხადება ხეიგელმა, ამერიკის არმიის ასოციაციის, ყოველწლიური შეკრების მორიგ სხდომაზე გააკეთა. ,,არმიის მიმართ მოთხოვნა სულ უფრო სხვაგვარი და ძნელი ხდება. ტერორისტების მხრიდან მუქარა და სხვადასხვა ქვეყნებში სეპარატისტული ძალების ამბოხება ჩვენ კიდევ დიდი ხანი დაგვემუქრება, მაგრამ ჩვენი ძირითადი პრობლება რუსეთის ფედერაციის სარევიზიო ,,რეიდებია“, რომელიც დღითი დღე თანამედროვე იარაღით არჭურვილ ძალას წარმოადგენს და ბრძოლისუნარიანობის სულისკვეთებით შეპყრობილი ,,რუსი“  ნატოს ზღურბლთან დგას“- განაცხადა ხეიგელმა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ქმედება რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ პოლიტიკას შეადარა.