არსენ იაცენიუკი: „ჩვენ მზად ვართ, რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ“

4

უკრაინის პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, კიევი მზადა აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს. აღნიშნული განცხადება იაცენიუკმა პროგრამა «Шустер Live»-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,,აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, სხვა სტრატეგიულ ნაბიჯებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დავუწესოთ“. 2014 წლის მარტში, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ, საგარეო უწყებას რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის დაწესება მოსთხოვა, თუმცა მაშინდელმა მინისტრმა ანდრეი დიშიცამ, ხელისუფლებას მოთხოვნის უკან გაწვევა შესთავაზა, რადგან მისი თქმით პროცესი დროს მოითხოვდა და დაჩქარებული წესით სვიზო რეჟიმის შემოღება მთელ რიგ ეკონომიკურ სფეროებს დააზარალებდა. საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ევგენი პერებეინისის მტკიცებით, რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღება, კიევის ახალი ხელისუფლების მორიგ მარცხს გამოიწვევს.