ენრიკე იგლესიასი ანა კურნიკოვას დაცილდა

3

ესპანელმა მომღერალმა ენრიკე იგლესიასმა, ლოს ანჯელესში გამართული კონცერტის შემდეგ მაყურებელს 33 წლის ყოფილ რუს ჩოგბურთელთან, ანა კურნიკოვასთან დაცილების შესახებ ამცნო. ინფორმაციას The Huffington Post-ი ავრცელებს. ,,მე თქვენ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, მე ანას დავცილდი. არა არა ნუ იცინიხართ, სამი დღის წინ ეს ნამდვილად ასე მოხდა“ იგლესიასმა ემოცია, ცრემლნარევი ღიმილით გამოხატა. მაყურებელი გაოგნებული დარჩა. ზოგიერთი ესტრადის ვარსკვლავის ხუმრობაზე ამახვილებდა ყურადღებას, ზოგიც ამტკიცებდა, რომ მომღერალი ისეთი ემოციით ყვებოდა მომხდარს არ შეიძლება მონაყოლი ტყუილი ყოფილიყო. ყვითელი პრესის გადმოცემით, რომლის ფურცლებიც ადრე ვარსკვლავური წყვილის საიდუმლოდ ქორწინებაზე წერდა, ამჟამად საპირისპიროს ამტკიცებს. ,,წყვილის დაცილების მიზეზი ანა კურნიკოვა გახდა, რადგან ის ენრიკემ, ვერა და ვერ დაიყოლია ურთიერთობა ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ“. იგლესიასი და კურნიკოვა ერთად 2001 წლიდან ცხოვრობენ, მათ ერთმანეთი მომღერლის ახალი კლიპის გადაღების დროს, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, აღსაღნიშნავია, რომ მათ შვილები არ ჰყავთ.