დონეცკის „სახალხო რესპუბლიკამ“ ტყვეთა გაცვლის პროცესი შეაჩერა

2

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამხედრო ტყვეების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დარია მოროზოვას განცხადებით, კიევსა და ამბოხებულებს შორის ტყვეების გაცვლის პროგრამა დროებით შეჩერებულია, წერს სააგენტო РИА Новости. მოროზოვას მტკიცებით ,,კიევი საკუთარ მებრძოლებში“ , ქუჩაში აყვანილ მოქალაქეებს ცვლის და მათ ჩვენთან სამხედრო ტყვეებად ასაღებს. მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინელ ძალოვნებს ძირითადად ხარკოვიდან, სლავიანსკიდან და კრასნოარმეისკიდან ჩამოჰყავთ. ადგილობრივი მილიციის სპეციალური შენაერთები, მთელ რიგ ქალაქებში უბრალო ხალხზე ფაქტობრივად ნადირობს. კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა რიგითი შერემეტის საქმეა. მე მისი სახელი და გვარი კიევს ხუთჯერ გადავეცი და ხუთივეჯერ მტკიცე უარი მივიღე. ისინი შერემეტის განთავისუფლების სანაცვლოდ 15 სამხედრო დამნაშავის გადაცემას ითხოვენ აცხადებს ქალბატონი მოროზოვა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე პრემიერმა, ანდრეი პურგინმა, აღნიშნული განცხადებიდან რამოდენიმე დღით ადრე, ჟურნალისტებს ფაქტების დამადასტურებელი მასალა გადასცა და დასძინა, რომ,, უკრაინელი ძალოვნები ტყვეებად უბრალო მოქალაქეებს ასაღებენ და მოსალოდნელი იყო ტყვეთა გაცვლის პროექტის შეჩერება. ,,მათ მიერ განთავისუფლებული 175  პიროვნებიდან ჩვენს რიგებში მხოლოდ, 30 ადამიანი იბრძოდა. ასე რომ, კიევს ,,საფირმო“  ნომერი არ გაუვა“