რუსეთი აფხაზეთთან გაერთიანებულ სამხედრო ძალებს ქმნის

ქ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში რუსეთთან შეთანეხმების პროექტის «О сотрудничестве и интеграции»-ის  განხილვა დაიწყო, რომელიც დიპლომატიური არხების გამოყენებით მოსკოვის ინიციატივით მოხდა. დოკუმენტის ტექსტი ორშაბათს, 13 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო «Апсныпресс»-მა გამოაქვეყნა. შეთანხმების მეხუთე ნაწილი აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის, სამხედრო შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც შესაძლო მტრის აგრესიის ერთობლივი ძალებით მოგერიაბას განსაზღვრავს. პარალელურად აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთ -აფხაზეთის შეიარაღებული ძალები, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრების ერთობლივ დაცვას გნახორციელებს და რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნება საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურა. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანა თავს დაესხმება შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს, ეს ავტომატურად მოკავშირე ქვეყანაზე თავდასხმად აღიქმება და მხარეები ვალდებულნი არიან კონფლიქტი საერთო პრობლემად წარმოაჩინონ, ანუ ერთმანეთს დაეხმარონ .საომარი ვითარების კოორდინირების ორგანიზებას საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაცია აიღებს – ნათქვამია დოკუმენტში. როგორც «Ведомости»-ი აღნიშნავს, შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის რუსულ სტანდარტებთან შერწყმას ითვალისწინებს და 2008 წელს დადებული ,,რუსეთ აფხაზეთის დიდი შეთანხმების“ გაგრძელებაა. აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პარლანეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტი ღია და გახსნილ რეჟიმში განიხილება და ნებისმიერ მოქალაქეს ექმენა ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუელება.