ბელგიაში მასობრივი სექსორგიის დროს შვიდი პენსიონერი გარდაიცვალა

ზ

ბელგიის ქალაქ შარლერუაში გამართული სექსორგიის დროს, შვიდი პენსიონერი გარდაიცვალა. ხუთი მათგანი გულის შეტევით, ხოლო დანარჩენი ორი კი თირკმელის უკმარისობით. პენსიონერთათვის განკუთვნილ საღამოზე, რომელზეც მისვლის უფლება 65 წელზე გადაცილებული ასაკის ადამიანებს ჰქონდათ, მასობრივ სექსორგიაში მონაწილების მისაღებად 200 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები გინესის რეკორდის დამყარებას აპირებდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პენსიონერთა ორგია ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე მასობრივი უნდა ყოფილიყო. ,,ვეჩერინკა“ ის ის იყო ,,გახურდა“და მოულოდნელად ატყდა კივილი, ორგიაში მონაწილე რამოდენიმე ათეული პენსიონერი ცუდად გახდა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვინებით აღმოჩნდა, რომ შეუძლოდ მყოფთაგან შვიდი ადმიანი გარდაიცვალა  – იუწყება ,,Nord Presse“-ი.