სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

სამართალდამცველებმა დღეს ზუგდიდში, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.