ზურა ჯაფარიძემ სათხილამურო კლუბში თმა შეიჭრა

სათხილამურო კლუბ “პროლესკში” “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თმა შეიჭრა. ჯაფარიძემ, ამ ფორმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.

„ეს საპროტესტო აქციაა, მფლობელები აპროტესტებენ რეგულაციებს, რომელთა გამოც ბიზნესის გაჩერება მოუწიათ, რაშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვთ ჩადგებული. გააჩერეს სულ ტყუილად არანაირი კავშირი ამას კორონასთან არ აქვს, რადგან დაშვებულია სილამაზის სალონები, სილამაზის სალონადაა გადაკეთებული და მეც მოვედი”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

                                                                                                  გიორგი საკარული