ანდრეი დიშიცა პოლონეთში უკრაინის ელჩად გაამწესეს

ა

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დიშიცა, პოლონეთში ელჩად დაინიშნა. ბრძანებას ხელი პეტრო პოროშენკომ მოაწერა და დოკუმენტი პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა. დიშიცა სამსახურის გარეშე, პრეზიდენტის ბრძანებით, 2014 წლის ივნისის თვიდან იმყოფებოდა და 19 ივნისს ქვეყნის საგარეო უწყებას სათავეში, პავლე კლიმკინა ჩაუდგა. თანამდებობაზე ჩამოცილებამდე რამოდენიმე დღით ადრე, დიშიცა სკანდალში გაეხვა. რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს, უკრაინის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო სიტყვები გააჟღერა. ცოტა მოვგიანებით დიშიცამ ბოდიში მოიხადა და მომხდარი ხალხის დაწყნარების მოტივით ახსნა.