ისლამისტური სახელმწიფოს ბოევიკებმა ერაყში სამხედრო ბაზა დაიკავეს

ქ

ტერორისტული დაჯგუფება ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის პროვინცია ანბარში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა ჩაიგდეს ხელში. ტელეკანალ CNN-ის მონაცემებით, აღნიშნული სამხედრო ბაზა, საკვანძო პუნქტს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც რეგიონში გამავალი საავტომობილო გზა კონტროლდებოდა. აღნიშნული ბაზა იმ სტრატეგიული მცირე ობიექტებთაგან ერთ ერთი იყო, რომელზეც კონტროლის შენარჩუნებას ერაყის ხელისუფლება ასე თუ ისე ახერხებდა. ანბარში მდებარე ,,პლატინა“ და პროვინციის დედაქალაქი ერ – რამადი, ჯერჯერობით ერაყელი სამხედროების კონტროლ ქვეშ რჩება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო სამხედრო ოპერაციის წარმართვა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყო, ცოტა მოგვიანებით ამერიკელებმა, სირიის ტერიტორიაზე გამაგრებული ტერორისტული დაჯგუფების ბოევიკების სამხედრო ბაზებებზე, საჰაერო წერტილოვანი დარტყმები განახორციელა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ,,ისლამისტური სახელმწიფომ“, რომელიც რეგიონში ,,ალ ქაიდას“ მოკავშირედ ითვლება, ივნისის დასაწყისში სირია-ერაყის ტეროტორიების დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება მოახერხა და მითვისებული პროვინციების ადგილზე ,,ისლამური ხალიფატის“ შექმნა გამოაცხადა.