ნაძეჟდა სავჩენკო ფსიქიატრიული ექსპერტიზის წინაშე წარსდგება

9

უკრაინელი მფრინავი ქალი ნაძეჟდა სავჩენკო მოსკოვის ერთ ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ შემოწმებას გაივლის. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტის წარმომადგენელზე ვლადიმერ მარკინზე დაყრდნობით, სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ,,სავჩენკოს და მისი დაცვის მიერ დაყენებული მოთხოვნა, ფსიქიატრიულ შემოწმებასთან დაკავშირებით, არანაირად არ ცვლის ბრალდებულზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხს. ფსიქიატრიული ექსპერტიზა ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სასამართლოს შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნოს. კანონი კანონია და მისი დაცვა ყველას ევალება. სავჩენკო სისხლის სამართლის დამნაშავეა და მასაც კი კანონი იცავს. ასე რომ დაველოდოთ, რა პასუხს მივიღებთ ექსპერტ კრიმინალსიტებისაგან“ –  აცხადებს მარკინი. ნაძეჟდა სავჩენკო, ჟურნალისტების იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობის ბრალდებით 2014 წლის ზაფხულზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, კონფლიქტის ზონაში დააკავეს.