შტატებში ებოლას ვირუსი ფეხს იკიდებს

8

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბრეინტრის სამედიცინო ცენტრში, ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტი მოათავსეს, რომელიც შტატებში ლიბერიიდან ჩამოვიდა. იუწყება The Boston Globe. ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის დჟო ძანკის განცხადებით ,,მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა პაციენტი ებოლს ვირუსით დაავადებული, ქალაქის ხელისუფლებამ ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად მაქსიმალური რესურსი მოიზიდა. ჩვენ მოვალენი ვართ საავადმყოფო არ დავტოვოთ და სიტუაციის გართულების შემთხვევაში პროტოკოლით გათვალისწინებული წესებით ვიმოქმედოთ“ – აცხადებს ძანკი. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ქვეყნის ხელისუფლებას დავალება მისცა, რომელიც შტატების მთელ ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში ებოლას ვირუსის წინააღდეგ ეფექტური ბრძოლის პირობებს შექმნის. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ამერიკაში მომაკვდინებელი ვირუსით 42 წლის ტომას ერიკ დუნკანი გარდაიცვალა, რომელიც ლიბერიიდან საკუთარი დის სანახავად ჩამოვიდა. სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დუნკანი მკურნალიბის კურსს გადიოდა, ერთ ერთ თანამშრომელს ვირუსი გადაედო.