პუტინმა მერკელთან მილანის სამიტის ფორმატი ტელეფონით განიხილა

7

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვირას, 12 ოქტომბერს, გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა და 16-17 ოქტომბერს, მილანში დაგეგმილ ,,აზია-ევროპის“ ფორუმზე ორმხრივი შეხვედრისათვის მზაობა გამოთქვა. ინფორმაციას კრემლის პრესამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. Der Spiegel-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელმა, პუტინთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა, რომელიც სოჭში დაგეგმილი ევროპის უსაფრთხოების ფორუმის მსვლელობის დროს უნდა შემდგარიყო. პრეზიდენტის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, Spiegel-ს არავინ ეკითხება კანცლერის პოზიცია თუ სურვილი გაამოხატოს.