ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი მესამედ გახდა

6

ბოლივიის მოქმედმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა, კვირას 12 ოქტომბერს ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ინფორმაციას ეგზითპოლების მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მორალესი, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ,,სოციალიზმისკენ სვლას“ წარმოადგენს, საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის ხმების 61% აგროვებს და ქვეყნის ისტრორიაში პირველად პრეზიდენტის სავარძელს მესამეჯერ მოირგებს. მისმა უახლოესმა მეტოქემ სამუელ დორია მედინამ ხმების მხოლოდ24%-ის მოგროვება შეძლო. თავად მორალესმა საკუთარ მომხრეებს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა და მათ ლა-პასის საპრეზიდენტო სასახლის აივნიდან, ნდობის გამოცხადებისთვის მხურვალე მადლობა გადაუხადა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის სავარძელში მოსაკალათებლად აუცილებელია 40%-ს ხმების მიღება და უახლოეს მდევარზე როგორც მინიმუმ 10%-თ გამარჯვება. უკვე ნათელი ხდება, რომ მორალესმა აღნიშნული ბარიერის გადალახვა წარმატებით მოახერხა.