დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ პარლამენტის სპიკერი ცხინვალში ჩავიდა

5

თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის ,,სახალხო რესპუბლიკის“ პარლამენტის სპიკერი ოლეგ ცარევი ორმხრივი თანამშრომლობის მოტივით ცხინვალში ჩავიდა. ინფორმაციას ცხინვალის ,,ხელისუფლებაზე“ დაყრდნობით სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ,,ორშაბათს 13 ოქტომბერს ის ქვეყნის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს და პარლამენტის თავმჯდომარეს ანატოლი ბიბილოვს შეხვდება. დღის წესრიგში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური ურთიერთობა დგას. ცხინვალი დონბასის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება. ოსებს დამოუკიდებლად ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოძმე ერისგან ბევრ რამეს ვისწავლით“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. რაც შეეხება ცხინვალის ხელისუფლებას, სეპარატისტული რეგიონი ერთ ერთი პირველი იყო, რომლებმაც დონბასის დამოუკიდებლობა აღიარა.