თურქეთი შტატებს საკუთარ ავიაბზებს დაუთმობს

4

თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირე ქვეყნებს, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარ ავიაბაზებს დაუთმობს. ინფორმაციას თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დყრდნობით ,,Associated Press“-ი ავრცელებს. თეთრი სახლის განცხადებით, ანკარა საკუთარ ტერიტორიაზე სირიელი ,,ბოევიკების“ საწვრთნელი ბაზის განთავსებაზეც დათანხმდა. საერთო ჯამში თურქეთის სამხედრო ბაზებზე სწავლებას სულ 5 000 სირიელი ბოევიკი გაივლის. სირიელი ქურთები, სამ კვირაზე მეტია ქალაქ კობანს ისლამისტების შემოტევისგან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ქურთების ავტონომიის დედაქალაქად ითვლება. ქალაქი ბოევიკებისათვის სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს. მისი ხელში ჩაგდების შემთვევაში მათ კონტროლს თურქეთ-სირიის საზღვრის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდება. ორმხრივი ბრძოლების შედეგად რეგიონი 200 000 ადგილობრივმა მშვიდობიანმა მაცხოვრებელმა დატოვა და მეზობელი თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი. ქალაქის გარშემო მყოფი ასამდე სოფელი ტერორისტების კონტროლქვეშაა.