ცნობილი გახდა უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა

3

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უმაღლეს რადას, თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ნაციონალური გვარდიის მეთაურის სტეფან პოლტორაკას კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით სააგენტო INSIDER-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პოროშენკომ პოლტორაკას კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტს 13 ოქტომბერს წარუდგინა. რადას უახლოესი სხდომა სამშაბათსაა ჩანიშნული. მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეიას ,,რაპორტი“ თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც უკრაინის თავდაცვის უწყებას 2014 წლის ივლისის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. რაც შეეხება პოლტორაკს ის ნაციონალურ გვარდიას აპრილის თვიდან მეთაურობს. გელეტეიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად ადგილობრივი მედია, დონბასის რეგიონში წარმოებული ,,ანტიტერორისტული“ სპეცოპერაციის წარუმატებლობას ასახელებს.