დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი გუბერნატორი ავტომობილში ჩაცხრილეს

2

თვითგამოცხადებული ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილ გუბერნატორს პაველ გუბარიოვს უცნობი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და როსტოვი დონეცკის მიმართულებით მოძრავ ავტომობილში ჩაცხრილეს. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ,,ინციდენტი ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც რეგიონის ყოფილი გუბერნატორი როსტოვი დონეცკის მიმართულებით გადაადგილდებოდა, მის ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ავტომობილი, რომელშიც გუბარიოვი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შედეგად უგონოდ მყოფი ,,სახალხო ლიდერი“ როსტოვის ერთ ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – ნათქვამია დონბასის თავდაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პაველ გუბარიოვის პარტიას («Новороссия») ადგილობრივმა სააერჩევნო კომისიამ , თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერსაა დანიშნული.