დონეცკის ახალი გუბერნატორის მტკიცებით მას თავს დაესხნენ

1

რამოდენიმე დღის წინ პეტრო პოროშენკოს მიერ დანიშნული დონეცკის ოლქის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე კიხტენკო აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს მას და მის თანმხლებ პირებს უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ და ავტომობილების კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ,,მე ნახევარი დღე გავატარე დებალცევოში- ეს კონფლიქტის ზონის ყველაზე ცხელი წერტილია, მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, თუ როგორ სრულდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. მოულოდნელად ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა, რომელიც 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. მინსკის შეთანხმების პირობები ინტენსიურად ირღვევა არაკონტროლირებადი უკანონო შეიარაღებული ბანდ ფორმირებების მიერ, რომლებიც მხარს რეგიონში სეპარატიზმის გააქტიურებას უჭერენ“ – განუცხადა სააგენტო ,,УНИАН“-ს ინტერვიუს დროს კიხტენკომ. 11 ოქტომბერს ,,თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე ზახარჩენკომ რეგიონში ,,დუმულის რეჟიმი“ დამოაცხადა და მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი, უკრაინული მხარე წესრიგს დაიცავს, დონბასის თავდაცვის კომიტეტი მძიმე ტექნიკას და არტილერიას ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანდა. რაც შეეხება კიხტენკოს, დონეცკის გუბერნატორის პოსტზე მან სერგეი ტარუტუ შეცვალა, რომელიც პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ მშვიდობიან გეგმას აქტიურად აკრიტიკებდა.