ბერლინი კრემლთან კონსულტაციაზე უარს აცხადებს

0405-ovisit_full_600

გერმანიამ რუსეთის ფედერაციასთან 2014 წელს დაგეგმილ ხელისუფლებათაშორის კონსულტაციებზე, რომელიც ევროპის კონტინეტის უსაფრთხოების საკითხებს ეხება უარი განაცხადა. იუწყება Der Spiegel-ი. გამოცემის ინფორამციით, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სოჭში გასამართ ეკონომიკურ ფორუმზე აღარ შეხვდება. აღნიშნული განცხადებიდან რამოდენიმე ხნით ადრე, ოფიციალური მოსკოვი, გერმანული მხარის მიერ შემოთავაზებული, ეკონომიკური საკითხების გარშემო თანამშრომლობის წინადადების განხილვას, ვლადიმერ პუტინის და ანგელა მერკელეის შეხვედრის დროს იმედოვნებდა.