„КиберБеркут”- მა უკრაინული მხარე ,,boeing777″ ჩამოგდებაში საბოლოოდ ამხილა

გგ4

ჰაკერების დაჯგუფება «КиберБеркут»-მა საკუთარ საიტზე დოკუმენტის ასლი გამოქვეყნა, რომელსაც ხელს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების თავდაცვის სპეციალური ნაწილის მეთაური იგორ ზორინიმი აწერს. აღნიშნული მასალა დონეცკთან ახლოს ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ777 გამოძიების საქმეს ეხება. ,,ფოტომასალის ანალიზით ირკვევა. დეფორმირებული თვითმფრინავის ფრაგმენტების დათვალიერება ადასტურებს, რომ ავიალაინერი საზენიტო მართვადი რაკეტით “БУК” ან “БУК-М1”-ითაა ჩამოგდებული, რომელიც უკრაინის (9Н314) სამხედრო ბაზიდანაა გაშვებული“ – ნათქვამია დოკუმენტში. ეგრეთწოდებულმა «КиберБеркут»-მა დოკუმენტი სოციალური ქსელის ,,контакт“-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და საიტის ადმინისტრაციის მონაცემებით, ჰაკერებმა დოკუმენტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შიდა ქსელიდან მოიპარეს. საიდუმლო მასალების მიხედვით, იკვეთება უკრაინის უშიშროების სამსახურის და დონეცკთან ახლოს ჩამოგდებული ბოინგის, საგამომძიებლო საერთაშორისო კომისიის ფარული ურთიერთობა. მასალები 07.08.2014 წლითაა დათარიღებული, რაც იმის დასტურია, რომ ზორინმა საერთაშორისო საგამომძიებლო კომისიისგან, უკრაინელი სამხედროების მიერ ბოინგ777-ის ჩამოგდების დადასტურების შესახებ ორი თვის წინ გაიგო.