ლიაშკო კოლომოისკის ქრთამის შეთავაზებაში ამხელს

g1

უმაღლესი რადას დეპუტატი, უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცხადებს, რომ დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ მას ქრთამის სახით , რადიკალური პარტიის საპარლამენტი სიაში ჩასმის სანაცვლოდ 50 მილიონი დოლარი შესთავაზა. აღნიშნული განცხადება ლიაშკომ ოლიგარქის კუთვნილი ტელეარხით («1+1») მისი მისამართით გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა. ,,ეს შურისძიებაა, მე კოლომოისკის უარი განვუცხადე საპარლამენტო სიაში ჩასმაზე, ღმერთი ხედავს ყველაფერს, მე არ ვიყიდები და ოლიგარქების ზეწოლის არ მეშინია. მოქალაქეების წინაშე პირნათელი ვარ, კოლომოისკიმ უნდა იცოდეს, რომ ფულით ღირსება არ იყიდება“ – განცხადება რადას დეპუტატმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დადო. ინციდენტიდან რამოდენიმე დღით ადრე ,ოლეგ ლიაშკო დნეპროპეტროვსკის გუბერნატორს, იმ შემთხვევაში თუკი მისი ოჯახის რომელიმე წევს საფრთხე დაემუქრებოდა, ლიკვიდაციით დაემუქრა. რამოდენიმე თვის წინ ინტერნეტ სივრცეში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, რომელზეც ლიაშკოსა და ორი უცნობი მამაკაცის ინტიმური სცენებია ასახული. რადაც დეპუტატი აღნიშნული ვიდეოს გავრცელებას კოლომოისკის უკავშირებს.