„რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ!”

lela kakulia

„ქრონიკა+”-ს ცნობილი  წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, მსოფლიოში ნავთობზე ფასების ვარდნასთან დაკავშირებით იმ ჩანაწერებს გადასცემს, რომელსაც წინასწარმეტყველი, ჯერ კიდევ 2008 წლიდან აწარმოებდა. მათ შორის იმ საფრთხეებზეც არის საუბარი, რომლის წინაშეც რეალურად დადგა რუსეთი და მსოფლიო სამიზნეც გახდა. კერძოდ, რაზეა საუბარი ლელა კაკულიას ჩანაწერებში:

 

 

2008 წელი, 15 სექტემბერი, თბილისი.

 

რუსეთს ენერგორესურსები არ შველის. მათი ფასები _ კატასტროფაა!!! _ ნულს გაუტოლდება და ამაში ამერიკის ხელიც ურევია და ასევე დასავლეთის რამდენიმე წამყვანი, ძლიერი ქვეყნისაც. რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ! რუსეთის მთავრობას ძლიერი ისტერია სჭირს, ვხედავ.

 

2008 წელი, 16 დეკემბერი, თბილისი.

 

მართალია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია დიდ გარიგებაში არიან რუსეთთან, მაგრამ არავინ უწყის, თუკი რუსებმა აგრესია მეორედ განახორციელეს, რა პასუხი ექნებათ ამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი ექნებათ! თუმცა რუსებს არ შერცხვებათ, ყველანაირი ქმედება შეუძლიათ ჩაიდინონ. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში მათი ნავთობის ფასი გახდება „ათი” დოლარი.

 

2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

 

ნავთობის ფასი ძალიან დაარტყამს რუსეთს.

 

2009 წელი, 23 იანვარი, ურეკი, დილის 5 საათი.

 

ვხედავ, ამერიკა აქტიურად ჩაერევა ევროპასთან დაკავშირებით, რათა ისინი რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებულები. ამერიკა მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტს, განსაკუთრებით ენერგორესურსების პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ევროპას. იგი რუსეთის პოლიტიკას აუცილებლად დაგმობს და უხეშად გააფრთხილებს მის მთავრობას, რომ ხმამაღალი და მუქარის განცხადებების ტონი შეარბილოს. მთავარი ისაა, რომ რუსეთი თვითონ არის ევროპის ბაზარზე დამოკიდებული. ნავთობთან დაკავშირებით მომხდარი მკვეთრი ცვლილებები რასაც მოუტანს რუსეთს, სახეზე იქნება.

 

2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.

 

სხვათა შორის, რუსეთს დიდი პრობლემები ექნება გაზთან და ნავთობთან დაკავშირებითაც, რაც ძალიან შეარყევს რუსეთის ეკონომიკას და ასევე პოლიტიკასაც ევროპასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ევროპას ვეღარ უკარნახებს თითის ქნევით. ეს ძალიან საშიში და რთული გადასალახი იქნება რუსეთისთვის.