ჩინეთში გარყვნილი ცხოვრების წესით მცხოვრებ ვარსკვლავებს ტელესივრცე დაეკეტებათ

გ5

ჩინეთში ცნობილ სახეებს, რომლებიც წარსულში ნარკოტიკის მოხმარების და პროსტიტუტკების მომსახურეობის ბრალდებით დააკავენ, სატელევიზიო სივრცეში გამოჩენა შეეზღუდებათ. გადაწყვეტილება ვარსკვლავებს არა მხოლოდ სატელევიზო შოუებში მონაწილეობას ეხება, არამედ მოუწესრიგებელი ცხოვრების წესზე მიმდევარ მსახიობებს თუ სპორტსმენებს, სარეკლამო როლიკებში გადაღებაც ეკრძალებათ. ,,ეს პირველ რიგში მათი გამოჯანმრთელების გამო კეთდება. რაც შეეხება ახალგაზრდობას, ისინი ცდილობენ თავიანთ კუმირებს მიბაძონ, რომლებიც არც თუ ისე იშვიათად საკუთარი ცხოვრების წესად გარყვნილებას და ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ირჩევენ. ახალგაზრდობის გამოჯანმრთელება ეს ძირითადი ამოცანაა. ჩვენ დასნებოვნებული მომავალი თაობა არ გვჭირდება“ – ნათქვამია კანონპროექტში. ინტერნეტ სივრცეში აღნიშნულ ინიციატივას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. ჩინელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ახალ ინიციატივას, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელესივრციდან ნიჭიერი თაობა გაქრება. უკანასკნელი თვეების მანძილზე ჩინეთში რამოდენიმე გახმაურებული შემთვევა მოხდა. მიმდინარე წლის 14 აგვისტოს პეკინის პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარების ბრალდებით ჯეკი ჩანის შვილი, ჯეისი დააკავა. მასთან ერთად აღმოჩნდა ტალანდელი მსახიობი კაია კოც, რომელიც ნარკოტიკების აქტიური მომხარებელია.