კიევში წესრიგს ,,დრუჟინიკები” დაიცავენ

გგ

კიევის მილიციამ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დამყარებაში დახმარება სთხოვა. ,,აქტიურ მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამართალდამცავ სრტუქტურებთან ერთად ქალაქში წესრიგი დაიცვან, შეუძლიათ კიევის მილიციის მთავარ სამმართველოს მიმართონ. ქალაქი მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდება და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მთავარ როლს ითამაშებს. უკრაინის დედაქალაქში, უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ტიპის საპროტესტო თუ სოლიდარობის გამომხატველი აქციები იმართება ,,დრუჟინიკების“ მოვალეობა პროვოკატორების აღმოჩენა და საპროტესტო აქციების დროს წესრიგის დაცვა იქნება“ – ნათვამია მიმართვაში. აღნიშნული ინიციატივიდან ერთი დღით ადრე 100 მდე ადამიანმა კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში შეღწევა სცადა, თუმცა მილიციის სპეცრაზმმა მათ ამის საშუელაბ არ მისცა. 10 ოტომბერს ეგრეთწოდებულმა ,,ავტომაიდანის“ მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, რომელსაც ექსესების და მილიციასთან შეტაკების გარეშე არ ჩაუვლია. რაც შეეხება ,,სახალხო დრუჟინიკების“ შენაერთებს, ქვეყნის შინაგანი უწყება, აღნიშნულ ინიციატივის რეალიზებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აპირებს. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс-Украина» ავრცელებს.