შტატები თურქეთს ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში ჩართვას დროულად სთხოვს

გ6

თეთრი სახლი, თურქეთის ხელისუფლებას ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღდეგ წამოწყებულ ანტიტერისტულ სპეცოპერაციაში ჩართვას დროულად სთხოვს. ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე ლიზა მონაკო, რომელის ობამას კონსულტაციებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღდეგ ბრძოლის სტრატეგიულ დაგეგმარებაში უწევს. გუშინ თურქეთის დაზვრევის სამსახურის ხელმძღვანელს ჰაკან ფიდანოს შეხვდა და სირია ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დეტალები განიხილა. ,,ჩვენ ვაფასებთ, თურქეთის გადაწყვეტილებას და მხარდაჭერას, რომელიც თქვენმა ქვეყანამ გამოხატა ერაყი-სირიის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით და მეთაურობის დაწყებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მიმართ. თურქეთის დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან თვენი ქვეყნის საზვღებთან ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუელაბა შეეზღუდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი უახლოეს მომავალში სიტყვას საქმედ აქცევს და ღიად გამოცხადებულ მხარდაჭერას, უკვე სამხედრო სპეცოპერაციებში მონაწილებით გაამყარებს“ – განუცხადა თურქეთის დაზვერვის შეფს ლიზა მონაკომ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.