უკრაინული არმია შეტევისთვის ემზადება

გ5

როგორც დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, უკრაინულმა არმიამ, დონბასის საზღვრებთან, სანგრების გათხრა და ბეტონის ზღუდეების აგება დაიწყო. ,,უკროფაშისტების მიერ მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც სანგრების გათხრას აიძულებენ, პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს რკინა ბეტონის ზღუდეების აგება“ – ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბერს პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე განცხადება დაიდო, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი დონბასის საზღვრების გამაგრებას გვაუწყებს. ,,ეს ახალი ტიპის სტრატეგიაა, რომელიც ტაქტიკურ სვლაზეა გათვლილი. ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაცვა სჭირდება და სამხედროები უბრალოდ თავდაცვისთვის ემზადებიან. აქ გასაკვირი არაფერია, ანალოგიური თავდაცვითი ბლოკები ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში ყველგან გამოჩნდება“ – ნათქვამია განცხადებაში. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით უკრაინული არმია შეტევისთვის ემზადება.