უკრაინელი ძალოვნების მიერ გახსნილ ცეცხლს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა

გ4

10 ოქტომბერს, უკრაინელი სამხედროების მიერ, დონეცკის მიმართულებით გახსნილი უმისამართო სროლის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა «62.ua» ავრცელებს. ,,დონეცკის მიმართულების გახსნილი ცეცხლის შედეგად 5 ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო რამოდენიმე პიროვნებამ კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაიყვანილი. უკრაინელი ძალოვნების მიერ უმისამართოდ გახსნილმა ცეცხლმა კუიბიშევის რაიონში, რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ჭურვი მოხვდა საბავშვო ბაღს და საშუალოს სკოლას“ – იუყება გამომცემლობა. 10 ოქტომბერს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გამართულ პრესკომფერენციაზე, ადგილობრივი ,,ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა უკრაინული მხარე მინსკის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს.