ებოლას ვირუსმა 4000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გ3

ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა. გარდაცვლილთა უმეტესობა ლიბერიიდანაა (2316 ადამიანი), სადაც დაავადების დიაგნოზი 4056 ადამიანს დაუსვეს. სიერა -ლეონეში 2950 დაავადებულთაგან 1000 გარდაიცვალა, გვინეაში 1350 ინფიცირებულთაგან კი 800-ი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან იმ აფრიკულ ქვეყანებს, სადაც მომაკვდინებელი ვირუსი ჯერჯერობით მხოლოდ ათეულობით მსხვერპლს ითვლის. ნიგერიაში 20 ადამიანია გარდაცვლილი, სენეგალში მხოლოდ ხუთი. რაც შეეხება ამერიკის შერთებულ შტატებს და ევროპას, შტატებში ვირუსის გავრცელების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ისიც სავალალო შედეგით დასრულდა. ევროპის კონტინენტზე ებოლამ ესპანეთის ერთი მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აფრიკის კონტინეტზე, იმ ქვეყნების ტერიტორიებზე რომლებიც დაავადების გავრცელების რისკის ზონას წარმოადგენენ, სამხედრო სამედიცინო ლაბორატორიები გახსნა. ამერიკელი სამხედრო სამედიცინო ექსპერტები დაავადების გავრცელების მიზეზების დადგენას შეეცდებიან.