ჩინეთი ჰონკონგის მართვის მოდელის შეცვლას არ აპირებს

გ2

ჩინეთი ჰონკონგის მართვის მოდელის შეცვლას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა, გერმანიაში ოფოციალური ვიზიტის მსვლელობის დროს, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკომფერენციაზე გააკეთა. ,,ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება ჰონკონგთან მიმართებაში ერთი პრინციპით სარგებლობს. ერთი ქვეყანა ერთი სისტემა. როგორც პრაქტიკამ დაგვარწმუნა აღნიშნული პოლიტიკა შეცვალს არ ექვემდებარება. ჰონკონგის განვითარებაზე და აყვავებაზე როგორც ადგილობრივი მოქალაქეების ასევე ჩინეთის ხელისუფლება დაუღალავად შრომობს, პეკინი ყველა უცხოური ინვესტორის კანონიერ უფლებებს დაიცავს. ასე რომ ჰონკონგი ჩინეთის გულად რჩება და რაიმე ტიპის ახალ მოდელზე საუბარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია“ – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა. მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ჰონკონგში მასობრივი აქციები დაიწყო, აქციის მონაწილეები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, ქუჩაში 100 000 მეტი მომიტინგე გამოვიდა, რომელთა მთავარ მოთხოვნას ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად არჩევა წარმოადგენდა. პეკინი ჰონკონგელებს დათმობას სთავაზობს და ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივებს ასეთი საშუალება 2017 წელს მიეცემათ.