შტატები კრემლისთვის სანქციების მოხსნის მზაობას გამოთქვამს

g1

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მომავალ კვირაში შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის თაობაზე კონსულტაციები დაიწყოს, თუმცა ამერიკული მხარე, პროცესის დაწყების სანაცვლოდ საკუთარ პირობებს აყენებს. ,,იმ შემთხვევაში თუ მინსკის შეთანხმების ფორმატის მიხედვით რუსული მხარე პირობების შესრულებას არ დაიწყებს, მაშინ სანქციების მოხსნაზე კონსულტაციების დაწყება გამორიცხულია. პირიქით ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი პრობლემების შესაქმნელად, რუსეთის ეკონომიკა ფაქტიურად უნდა გავანადგუროთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს“ – განუცხადა სააგენტო Reuters ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ ტონი ბლინკენმა. მისი თქმით ,,რუსული მხარისგან ყინულის დაძრას უახლოეს დღეებში ველოდებით. თუ ეს მოხდება ჩვენ თვითონ დავიწყებთ ეკონომიკური სანქციების ლიკვიდაციას. პირველი და აუცილებელი პირობაა რუსეთის სამხედრო შენაერთებმის მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვება და უკრაინის საზღვრისპირა ზონებში ადგილობრივი სამხედრო კონტინგენტის კონტროლის დაწესება. მოსკოვმა უნდა უზრუნველყოს ბუფერული ზონების შეუფერხებლად მუშაობა“ – აცხადებს ბლინკენი.