„ჰემშილები“, „შურტვაცები“, „მუჰაჯირები“ და… ძნელი ყოფილა ქართველობა!

giz

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, თავის ერთ-ერთ წერილში, „საქართველოს ჯვარცმის დასაწყისი“, წერდა: „დასავლეთით სპარსეთის ამბებზე გაცილებით უფრო დიდმნიშვნელოვანი ამბები ერთიმეორის სისწრაფით მისდევდა, თუმცა გასაოცარია, მაგრამ იმდროინდელ ქართულ კინკლოსებს (კინკლაობა) თუ დავაკვირდებით, ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ქართველებს ყველა ეს ამბები გამოჰპარვოდეთ და თითქოს შინაური ბრძოლებითა და ერთიმეორის ხოცვა-ჟლეტით გართულნი, ვერც კი ამჩნევდნენ, როგორ შეიქმნა მათ მახლობლად ახალი, დიდი და ძლიერი ოსმალეთის სახელმწიფო, რომელმაც შეუჩერებელი ძლევამოსილებით დედამიწის ზურგიდან აღგავა ოდესღაც ბრწყინვალე მბრძანებელი ბიზანტია… მაშინდელი საქართველო, როგორც ეტყობა, ჯერ კარგად ვერ გრძნობდა მთელ იმ საშიშროებას, რომელსაც ეს ახლად აღორძინებული სახელმწიფო უქადდა და უდარდელად განაგრძობდა თავის შინაურს, დამაუძლურებელს ბრძოლას. შეუდრეკელი ნებისყოფით აღჭურვილი ოსმალეთი კი თანდათანობით აფართოებდა თავისი ახალი სამფლობელოს საზღვრებს და ბოლოს არათუ ბიზანტიის დიდებული სატახტო ქალაქ კონსტანტინოპოლის მფლობელი გახდა, არამედ საქართველოს გაქრისტიანების ბასტიონს _ აჭარასაც მოადგა…“

1453 წელი _ კონსტანტინოპოლის ოსმალთაგან აღების თარიღი და მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ბედ-იღბლის გადამწყვეტი წელი… საქართველოსთვისაც იგი საბედისწერო გამოდგა და მართლაც აქედან დაიწყო ყველაფერი ის, რაც შემდგომ და შემდეგ, ხანგრძლივი დროის, საუკუნეების განმავლობაში საქართველომ, ქართველმა ხალხმა, სახელდობრ კი ჩვენმა კუთხემ _ აჭარამ გადაიტანა…

1547 წელს ოსმალო დამპყრობლები ჭოროხის გადმოღმა მხარეს დაეპატრონენ, მათ გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეს მაღალი გალავანი შემოავლეს, ციხეში ოსმალო ჯარისკაცები ჩააყენეს და იქიდან შეუდგნენ მთელი აჭარის თანდათანობით დაპყრობას… დიახ, სწორედ აქედან მოყოლებული ოსმალები მეთოდურად იპყრობდნენ აჭარას, სხვა ტერიტორიებსაც, მაგალითად, ზემო აჭარას, ქვემო აჭარას, ქობულეთს და ა. შ. ოსმალთა სისასტიკემ და ძირძველი ქრისტიანი აჭარლების გამუსლიმების საფრთხემ იმთავითვე შეაშფოთა ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანები და როცა ოსმალთა 300-წლიანი უღელი გადაიგდო აჭარელმა კაცმა, შვებით ამოისუნთქა, ქართულ მიწას კიდევ ერთხელ აკოცა და თქვა, _ დიდება შენდა ღმერთო, რომ საბოლოოდ ამ ურჯულოების ხელში არ დაგვტოვეო!..

აჭარაში ოსმალთა 300-წლიანი ბატონობის პერიოდში დიდი უბედურებები დატრიალდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იყო ის, რასაც მუჰაჯირობა ჰქვია, ხოლო თვითონ სიტყვა მუჰაჯირობა არაბული წარმოშობისაა და ქართულად ემიგრანტს, გადახვეწილს, სამშობლოდან წასულს ნიშნავს. გამოთქმა „ქართველი მუჰაჯირი“ ქართულ ენაში მკვიდრდება მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველოდან ოსმალეთში გადასახლებული ქართველების აღსანიშნავად. თვით მუჰაჯირი ქართველები თავისიანებს „ჩვენებურებს“ ეძახიან. მუჰაჯირობა პირველად დაიწყო მესხეთში 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მომდევნო წლებში, ხოლო რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1879 წლის 27 იანვარს სტამბულში დადებული ტრაქტატის თანახმად, მუჰაჯირობის ოფიციალური ვადაც კი  დაწესდა _ 1879 წლის 3 თებერვლიდან _ 1882 წლის 3 თებერვლამდე, თუმცა გადასახლების დრო, შემდგომში ოფიციალურად, 1884 წლამდე გააგრძელეს, მუსლიმანი ქართველების თურქეთში გადასახლების პროცესი მომდევნო წლებშიც არ შეწყვეტილა და 1893 წელს განხორციელდა ქართველი მოსახლეობის ყველაზე დიდი გადასახლება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ფაქტობრივად, მუჰაჯირობის პროცესი 1921 წლამდე გრძელდებოდა და ამის უპირველესი მიზეზი იყო ოსმალთა იმპერიის მიერ სასულიერო პირების მოშველიება, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ _ რომელი მუსლიმიც გიაურის მიწაზე მოკვდება, ვერ ცხონდება და ყურანის უარმყოფელი იქნებაო…

მუჰაჯირების პერიოდში ძირძველი ქართული მიწა თითქმის დაცარიელდა მოსახლეობისგან, თითქმის დაცარიელდა კოლა, არტაანი, შავშეთი, კლარჯეთი, ლივანა, მურღული, ტაო, აჭარა, ქობულეთი, გაჩანაგდა მეურნეობა და ბევრი სოფელი სამუდამოდ გაქრა. მუჰაჯირობის დროს გადასახლებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არის შემონახული, თუმცა თუ მაშინდელ საზოგადო მოღვაწეებსა და მათ მიერ მოპოვებულ მასალას დავეყრდნობით, იმ შემზარავი ფაქტის წინაშე დავდგებით, რასაც საქართველოდან ქართველთა იძულებით განდევნა ჰქვია და იძულებაში მხოლოდ ოსმალეთის მიერ დაქირავებული აგიტატორები და მოლები კი არ იყვნენ, არამედ გაუსაძლისი, სოციალური პირობების კვალსაც დავინახავთ და თუკი პარალელებს დღევანდელობასთან გავავლებთ, დათვალა ვინმემ, რამდენი ახალი „მუჰაჯირია“ საქართველოდან გახიზნული იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს და ოჯახი გამოკვებოს?!.

საქართველო ქართველებისგან იცლებოდა და ასე დაიწყეს შავიზღვისპირა საუკეთესო მიწების დატაცება არა მხოლოდ ოსმალებმა, ბათუმის ნავსადგურისკენ თვალი ეჭირა არა მხოლოდ ოსმალოს, რადგან აჭარის მიდამოების ლამაზი მდებარეობა, მისი შესანიშნავი ჰავა და სუბტროპიკული ხეხილის კორდების სიუხვე ხიბლავდა და თავისკენ იზიდავდა ყველას, ვისაც კი ფული ჰქონდა. მაშინდელ საქართველოში კი მდიდარი არცთუ ისე ბევრი იყო… ამის დასადასტურებლად, მოდით, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „ბათუმის მიწები“ (1879 წლის 8 ივნისი, #125) ცნობილი საზოგადო მოღვაწის, სერგი მესხის ფრაზა მოვიხმოთ:

„ჩვენს გაზეთში იყო ამას წინათ გამოცხადებული, რომ თბილისის სომხები ახლად შეძენილ ბათუმის მაზრაში მამულების შეძენას აპირებენო. თვალი აჭარაზედ სხვა სომხებსაც უკავიათ სასომხეთიდან. ამათ უფიქრიათ, რომ უეჭველია, ზოგიერთი ქართველი გადავა ოსმალეთში, თავიანთ ადგილ-მამულს მიატოვებენ და ამ მიტოვებულ მამულებს იაფად ვიყიდითო… სასაცილო კია ის გარემოება, რომ ჯერ რუსეთისთვის არც კი ჩაუბარებიათ ბათუმი და მისი მაზრა, ჯერ არც კი ვიცით ნამდვილად _ გადასახლდებიან მართლა იქიდან მცხოვრებლები და ადგილ-მამულები დარჩება გასაყიდი, თუ არა… მთავრობა რა კანონს დასდებს, რა კანონს მოახდენს, ამგვარი მამულების შესახებ არ ვიცით და საოცარია, ახლავე რატომ ჩნდებიან ასეთი პირები, რომელთაც აქაც და იქაც განუზრახავთ ხელის მოთბობა, სარგებლობა, მუქთად დაფლობა მამულებისა?.. რასაკვირველია, სომხებს ფულები აქვთ და ყველგან შეუძლიათ მამულების ყიდვა, მაგრამ კარგი იქნება ამთავითვე იცოდნენ, რომ ბათუმის მხარისაკენ ამ შემთხვევაში საშიში და ყურადღებაში მისაღები მოწინააღმდეგეები (კონკურენტები) დახვდებიან. ეს კონკურენტები იქნებიან მეგრელები. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამჟამად ბათუმში ერთი სომეხიც არ მოიპოვება, რომელსაც ხეირიანი ვაჭრობა ჰქონდეს. მომეტებული ნაწილი აქაური მამულის პატრონები და ვაჭრები არიან ლაზები, რომელნიც ხასიათით, ზნით, მოხერხებულობით და მახვილის ჭკუით და აგრეთვე, ენითაც, თითქმის წმინდა მეგრელები არიან. ჩვენ ვიცით, აგრეთვე, რომ საზოგადოდ შავი ზღვის ნაპირა ქალაქებში ვაჭრობის საქმეს ყოჩაღად უძღვებიან მეგრელები და ანგარიშის ცოდნა და მოხერხება, ფულის შენახვა და დაფასება იციან. რა თქმა უნდა, ბათუმის მხარე ამისთანა ხალხს უფრო ადვილად შეეთვისება, ამისთანა ხალხთან, რომელიც, იმავე დროს, თანამოძმე ხალხიცაა, უფრო სიამოვნებით, უფრო ადვილად დაიჭერს საქმეს, ვინემ სხვაგვარ ვაჭრებთან. ყველა ამას მიუმატეთ კიდევ ისიც, რომ მეგრელი ვაჭარი თავის დღეში არ არის ისეთი შეუბრალებელი გულის, ისეთი ფულის მოყვარე, რომ ამ ფულისათვის თავისი სინდისი და სული გაჰყიდოს, გაჭირვებული ხალხი შეავიწროვოს. სოფლის მამულების შეძენის მსურველი სომხები რასაკვირველია არ გამოდგებიან, რადგან მეურნეობა ამათთვის არ არის გაჩენილი. თუ ამ მამულებს მთავრობამ გაყიდვა დაუწყო, უეჭველია, რომ ბევრი უცხო ტომის ხალხი აღმოჩნდება ყიდვის მსურველი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ შენიშვნას სხვა რაიმე ჰაზრით არ ჩამოგვართმევენ, ჩვენი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ ამ მხრით, ახლად შეძენილ მხარეებში კეთილგანწყობა დამყარდეს და ქართველური სიყვარული დამკვიდრდეს…“

ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, სერგი მესხთან შეკამათება ძალიან რთულია და იმთავითვე ვაფრთხილებ ე. წ. მუქთახორა გრანტიჭამია არასამთავრობოებს, რომ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული ეს წერილი ვინმეს დისკრიმინაციად და მათებურ აბდა-უბდად არ მონათლონ. დიახ, აჭარაში, 1878 წლამდე, არც ერთი სომეხი არ ცხოვრობდა, უფრო სწორად კი, არ ვაჭრობდა, ანუ არ ჰქონდა თავისი ადგილი, სადაც ფულს იშოვიდა… მუჰაჯირობამ აჭარაში იმდენი მიწა და იმდენი სახლი დატოვა ცარიელი, ზღვას მონატრებულ სომხებს უმალ გაუჩნდათ სურვილი იმისა, რომ დაპატრონებოდნენ უპატრონოდ მიგდებულს, თვითონაც და თავისი ქვეყანაც ეხეირებინათ. ჩვენ კი არა გვგვანან გაფლანგვა-განიავებაში, ფულის ყადრიც იციან, თავისი ენის ყადრიც იციან, თავისი სამშობლოს ყადრიც იციან და რასაც ჩვენ ვერ ვუფრთხილდებით, იმისი ყადრიც იციან და ამიტომაც გვეუბნებიან _ შოთა რუსთაველიც ჩვენია, აშოტ რუსტაველიანცი იყოო და „ჩაკრულოზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, დისკიც გამოუშვეს, ანოტაციაც მოაყოლეს, სომხური ფოლკლორის მარგალიტიაო… ამის შესახებ გაზეთი „ქრონიკა+“ დიდი ხნის განმავლობაში წერდა.

აჭარაში სომხები, ძირითადად, 100-110 წლის წინათ შემოსულან. მაშინ ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდა ოსმალეთის იმპერიას და მუჰაჯირობაც ეტაპობრივად ხორციელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი უკვე რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ საქართველოს საკუთრებაში გადმოვიდა… სომხები, რომლებიც აჭარაში დამკვიდრებას ლამობდნენ, სხარტი გონების წყალობით, გამუსლიმანდნენ, ემანდ, თურქები უკან არ დაბრუნდნენ და თავები არ დაგვაჭრანო… აქეთ რუსებს უგორებდნენ კოჭებს, თქვენ ხართ ჩვენი გადამრჩენებიო და იქით რელიგიას იცვლიდნენ, ისე, ყოველი შემთხვევისათვის… აჭარაში შემოსულ გამუსლიმებულ სომხებს ადგილობრივმა მოსახლეობამ „ჰემშილი“ შეარქვა. თუმცა ტრაბზონში და მის მიმდებარე სოფლებში, ძირითადად, მოსახლეობას ასევე გამუსლიმებული სომხები შეადგენენ და, შესაბამისად, იქაც ასევე „ჰემშილებს“ ეძახიან. სიტყვა „ჰემშილი“, ლინგვისტური თვალსაზრისით, თურქულად „გენეტიკურ სომეხს“ გულისხმობს და რადგან ტრაბზონი, ასე თუ ისე, ურთიერთობდა ბათუმთან, სავარაუდოდ, სომხებს ეს სახელწოდება ტრაბზონიდან გადმოჰყვათ.

100-110 წლის წინათ ვინმე დერმიშ-ოღლი მოჯამაგირედ დაუდგა ხელვაჩაურში მცხოვრებ ვინმე ჯაფარიძეს. დერმიშ-ოღლი დერმიშიანი იყო გვარად, მაგრამ გამუსლიმების შემდეგ დერმიშ-ოღლად მოინათლა და ქართველი მუსლიმი ჯაფარიძეების ოჯახს ერთმორწმუნე მუსლიმის საფარველით შეეხიზნა. ცოტა ხანში დერმიშიან-დერმიშ-ოღლის ფული გასჩენია და ჯაფარიძისგან ქალის თხოვა გადაუწყვეტია, ანუ ქალიშვილის ცოლად მოყვანა. ჯაფარიძემ, ე. ი. გოგოს მამამ, თურქს ქალს არ მივათხოვებო და გვარის გადაკეთება მოსთხოვა. სიყვარული რას არ გააკეთებინებს კაცს და დერმიშიან-დერმიშ-ოღლი, უცბად, ვარშალომიძე გახდა და ამის სანაცვლოდ სიმამრისგან მიწის ნაკვეთიც მიუღია საჩუქრად. ეს ამბავი აჭარაში ყველამ იცის, „ჰემშილები“ არიან გურამ და ლევან ვარშალომიძეებიც, ანუ ძირით დერმიშიან-დერმიშ-ოღლები და შემდეგ უკვე ვარშალომიძის შთამომავლები. ჰოდა, ამიტომაც, როცა გურამ ვარშალომიძე, ბეჩლამაზას მამა, „ნაცხროვის“ ერთ-ერთი აჭარელი ბურჯი, გულზე მჯიღს ირტყამს ხოლმე, ის, ვინც მისი წარმომავლობა კარგად იცის, დასცინის, _ ჰემშილის გაკეთებული საქმე ვის გაუგონია, ისიც საქართველოს სასარგებლოდო?!. აჭარაში დღეს, თუკი ვინმეს ანტიქართული, ანტიქრისტიანული გაუკეთებია, უმრავლესობა „ჰემშილები“ არიან, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებას მაინც მერკანტილური მოსაზრებებით მათი უფრო სჯერა, ვიდრე ნამდვილი პატრიოტებისა და რაც დღეს აჭარაში ხდება, ისიც ამ ყველაფრის გამოძახილია!.. გაყიდიდა „ჰემშილი“ ვარშალომიძე აჭარის მიწებს, აბა, რა ჯანდაბას იზამდა?!. დააქცევდა აჭარას და აჩუქებდა თურქებს „ჰემშილის“ შთამომავალი, აბა, რა ჯანდაბას იზამდა?!. ბორდელად აქცევდა ბათუმს, გაჰყიდდა ქართულ მიწას, აბა, რას იზამდა?! ამას წინათ გვარგადაკეთებული პოლიტიკოსების ჩემთვის უკვე დიდი ხნის წინათ ცნობილი სია გამოქვეყნდა, ჰოდა, როცა ქვეყანაში, თანაც, ხელისუფლების სათავეში თავისი ჯიშის დამმალველი კაცი გყავს, კარგ დღეს როგორ დაგაყრის?!. სააკაშვილი _ სააკიანია, უსუფაშვილი _ უსუფოვია, ოქრუაშვილი _ ოსკანოვია, ვარძელაშვილი _ აკოფოვია, ძმები ბეჟუაშვილები _ მარტიროსიანები არიან, დღევანდელ ხელისუფლებაშიც ოხრად არიან და ყველა მათგანი ზეპირად ვიცი, ისევე როგორც, ჩემზე კარგად იმათ იციან, საიდანაც ეს ადამიანები წარმოშობით არიან… ის „იმისიანია“, ეს _ „ამისიანია“, ჰოდა, ერთი ანეკდოტი გამახსენდა ამ ყველაფერზე და რომ არ მოვყვე, არ შემიძლია: ყოფილ საბჭოთა კავშირში გვარის გადაკეთება 13 მანეთი და 70 კაპიკი ღირდა… ორი სომეხი მტკვართან დგას და ერთმანეთს ეუბნება: აი, ვინც ახლა მტკვარს გადაცურავს, მოდი, ქართველიც ის იყოსო… ჩახტნენ წყალში სურენა და სეროჟა და გაცურეს… სურენა დაწინაურდა, სეროჟა იხრჩობა, _ მიშველე, სურენ, ვიხრჩობი, ვიხრჩობიო! ამ დროს ნაპირთან მისული სურენა გამოსძახებს სეროჟას, _ წადი, შენი სომეხი დედაცო!.. ეს ანეკდოტია და გვეცინება, გვეცინება და ვიცინით, თუმცა სასაცილო აქ არაფერია, ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია, ჩვენ აღარ გვეკუთვნის და ამის თქმა დღეს უკვე არათუ უხერხული, არამედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაცაა, რადგან ასეთი ანეკდოტის მოყოლისთვის შეიძლება გიჩივლონ ღვთის პირისგან გადავარდნილმა, უცხო ქვეყნებით დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა, ჭკუა დაგარიგონ და ციხეშიც გიკრან თავი! ჯანდაბა, ციხეს აიტანს კაცი, მაგრამ სიმართლე რამდენიც უნდა მალო, ხომ ვერ დაიმალება? ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს სააკაშვილის ბანდა, უფრო სწორად კი გვარგადაკეთებულების ბანდამ რა ღვარცოფი მოიტანა ქვეყანაში, როგორ გააუქმა წარმომავლობის გრაფა დოკუმენტებში, სადაც გვეწერა „ქართველი“, როგორ მოაშთო იმავე დოკუმენტებიდან მამის სახელი, ემანდ, რუსული გადმონაშთიაო და, საერთოდ, ამ ვითომცდა დემოკრატიული კანონით, სინამდვილეში, თავისი წარმომავლობა დამალა და ისევე როგორც დღეს გურამ და ლევან ვარშალომიძეები მალავენ თავიანთ წარმომავლობას, ასე მალავენ სააკიანები, აკოფოვები, ბაღდასარიანები, მარტიროსიანები, მესროპიანები, ოსკანიანები და იარონ, იარონ, რა მენაღვლება?!. მაგრამ სად არის ჩემი ქვეყანა, სად არიან ჩემი ქართველები, ამათ რომ ათარეშებენ და ამათ რომ აძლევენ არჩევნებზე ხმებს, ამათთან ერთად რომ უნდათ კიდევ ქვეყნის ამოყირავება და ჩვენი სისხლის დაღვრა?!. რა ხდება, რა?!. თუ ეს ქვეყანა ჩვენია, მაშინ რომელმა კანონმა უნდა ამიკრძალოს ის, რომ ვთქვა, _ ჩემი სამშობლოა და ჩემს სამშობლოში გვარგადაკეთებულს არ ვაბოგინებ-მეთქი?!. შემდეგ ნომერში კიდევ ერთი ძალიან ცნობილი „ჰემშილის“ ისტორიას მოგიყვებით, ძვირფასო მეგობრებო და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ არასამთავრობოებს, რომლებიც ფეხებზე მკიდია, _ ნუ დამიწყებენ დამოძღვრას, ანტიდისკრიმინაციული კანონი დაარღვიეო და ნურც იმის ტლიკინით გადაიტყავებენ ენებს _ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და ყველა ჩვენი ძმა არისო!.. ჩემი ძმა არის გივი შახნაზაროვი, რომელიც არ მალავს თავის წარმომავლობას, ჩემი ძმა არის _ ლერი ხაბელოვი, რომელიც თავის წარმომავლობას არ მალავს, ჩემი ძმა არის _ ჩემი მეზობელი, სომეხი დავითა სარუხანოვი, აგრეთვე ჩემი ძმაა ასევე ჩემი მეზობელი გია ჩავოშიანცი, მარინა სააკიანი, ლენა პოღოსოვა და რამდენი ჩამოვთვალო კიდევ?!. სხვათა შორის, ნამდვილ სომხებს ეს გვარგადაკეთებული სომხები თვითონაც არ უყვართ და „შურტვაცებს“ ეძახიან, რომელიც „გადატრიალებულს, გადაგვარებულს“ ნიშნავს. ასე რომ, „ძვირფასო“ არასამთავრობოებო, ნურც ვარშალომიძეებზე გამოიდებთ თავს, ნურც სააკიანებზე და ნურც ბაღდასარიანებზე, თორემ თქვენშიც იმდენი ვიცი გვარგადაკეთებული, გაზეთის გვერდები არ მეყოფა და ფრთხილად იყავით და თქვლიფეთ სალაფავი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან გიგზავნიან და ჩვენ კი თავი დაგვანებეთ!.. ისე, ძალიან არ გამაბრაზოთ, თორემ თქვენს გვარსა და ჯიშში რომ იცით მხოლოდ, იმ ამბებსაც გაგიხსენებთ და დარჩებით მერე „ჰაეეეს, ჩე, ტო, მესტნი პაპუასებიიი – ასკაცანა ჯანა?!“

 

                                                                                                  ირინე გოგოსაშვილი