პაატა მანჯგალაძე: მე მინდა მარტივი რჩევა მივცე ოპოზიციონერ კოლეგებს, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არ არსებობა



„საზოგადოებას შევთავაზეთ ძლიან მარტივი არჩევანი, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია და ხელისუფლება, ან – აღმშენებლობა და დამარცხებული სიღარიბე“, – ამის შესახებ დღეს „სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, გიორგი ვაშაძის და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახებია ოპოზიციის საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე და ოპოზიცია კი არ დაიშალა, არამედ, ამ ახალი არჩევანით უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდა. ჩემთვის გასაგებია ის კომენტარები, რაც „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც საქართველოს მოსახელობას დაუმსხვრია არა მხოლოდ ოცნებები, არამედ, იმედიც კი ჩაუქრო რომ ეს სიღარიბე და მძიმე ყოფა ოდესმე დასრულდება“, – განცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის განმარტებით, მისთვის გაუგებარია ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარები და სულელურ შეთქმულების თორიებზე საუბარი.

„მე მინდა მარტივი რჩევა მივცე მათ, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არ არსებობა. მეგობრებო, ხალხი ჩვენგან ელოდება ცვლილებებს და არა გაუთავებელ კინკლაობასა და ერთმანეთში მტყუან მართლის გარკვევას. მრავალფეროვნების ერთიანობით გავიმარჯვებთ,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.