იყრის თუ არა გიორგი ვაშაძე თბილისში მაჟორიტარად კენჭს

ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ ან ზეგ დაასახელებენ, ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე არ გამორიცხავს რომ მისი კანდიდატურა თბილისში იყოს წარდგენილი. “ყველა ოპოზიციური პარტია ხვდება რომ ერთიან პოზოციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ოქტომბრის არჩევნებისთვის. მთავარია რა უნდა ხალხს და არა რომელიმე პარტიის ლოდერს. ვფიქრობ რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ექნება ამ ადამიანებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი საკარული