ბრიტანეთში ამერიკული F-15S ჩამოვარდა

გ2

ამერიკის შეერთებული შტატაბის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი F-15S კლასის ავიაგამანადგურებელი, საჰაერო სწავლების დროს ბრიტანეთის დასავლეთ ნაწილში მოულოდნელად ჩამოვარდა. ლინკოლნშირის საგრაფოს სამართალდამცავი ორგანოს სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. ინციდენტი ვესტონ ჰილის რაიონში მოხდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.,, მსუბუქი ტრამვებით დაზიანებული მფრინავი ადგილობრივ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, საიდანაც რამოდენიმე საათში ავიაბაზაზე გაემგზავრა. საბედნიეროდ ავიაკატასტროფის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტში, რომელიც სამხედრო აეროდრომთან ახლოს მდებარეობს არავინ დაზარალებულა“ – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.