ლავროვი და ქერი ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან

გ9

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მომავალ კვირას, ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან. საგარეო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости  ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და ორმხრივი შეხვედრის აუცილებლობას ხაზი გაუსვა. საუბრის ძირითად თემას რათქმაუნდა უკრაინის კრიზისი წარმოადგენდა. სერგეი ლავროვმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს უკრაინელი სამხედროების მიერ, დონეცკში დასახლებული პუნქტების დაბომბვის შეწყვეტის მოთხოვნა წაუყენა. ქერიმ თავის მხრივ, რუსეთის პირველ დიპლომატს, მინსკის შეთანხმების პირობების შესრულების აუცილებლობა შეახსენა.