შოტლანდიის ნაპირებთან რადიოაქტიული ნივთიერებით დატვირთული გემი იწვის

გ8

შოტლანდიის ნაპირებთან ახლოს, გემს რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებები გადაჰქონდა ხანძარი გაუჩნდა. ინციდენტის გამო გემი სახელწოდებით ,,Parida“ ღია ზღვაში გაჩერდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ,,ხანძარი გემის ერთ-ერთ საკვამურში გაჩნდა. ადგილობრივი დროით 23.00სთ-ზე რადიოაქტიური ნივთირებით დატვირთული გემის ეკიპაჟი იძულებული გახდა ზღვაში ღუზა ჩაეშვა და სვლა შეეჩერებინა. გემი Parida დანიის სახელმწიფო დროშით დაცურავს და შოტლანდიიდან მყარი რადიოაქტიური ნივთიერება, ბელგიის ანტვერპენის მიმართულებით გადაჰქონდა“ – აცხადებს წყარო. როგორც BBC News-ი იუწყება, გემზე მომსახურე პერსონალმა ხანძრის ლოკალიზება შეძლო, თუმცა ხომალდმა აღნიშნული მარშრუტის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და მეზღვაურებმა ხომალდი ღია ზღვაში ღუზაჩაშვებული დატოვეს. სანაპირო დაცვის სამსახური გემის ბუქსირებას გეგმავს და სავარაუდოდ რადიოაქტიული ნივთიერება ალბათ დროებით, კვლავ შოტალნდიას დაუბრუნდება.