უკრაინაში ყოფილ თავდაცვის მინისტრებს გაასამართლებენ

გ7

უკრაინაში ყოფილი თავდაცვის მინისტრების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობას 1996 წლიდან იკავებდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ უკრაინული არმიის ბრძოლის უნარიანობის ხარისხის, შეგნებულად გაუარესების ბრალდებით გაასამართლებენ. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო პროკურორზე ანატოლი მატიოსზე დაყრდნობით, სააგენტო РИА Новости ავრცელებს. სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებად სულ რვა ყოფილი თავდაცვის მინისტრი სახელდება, მათ შორის, აღნიშნულ თანამდებობაზე ორჯერ მყოფი ალექსანრდე კუზმუკი. არმიის ბრძოლისუნარიანობის ჩამოშლის ბრალს, ვლადიმერ შკიდჩენკოს, ევგენია მარჩუკს, ანატოლი გრიცენკოს, იური ეხანუროვს, მიხაილ ეჟელიას, დიმიტრი სალამატინს და პაველ ლებედევს წაუყენებენ. სავარაუდოდ საბრალდებო სკამზე, გენშტაბის რამოდენიმე ყოფილი ხელმძღვანელიც აღმოჩნდება. ,,ისინი ხელს აწერდნენ დოკუმენტებს, რომლებმაც უკრაინული არმიის ნგრევა გამოიწვია. ჩვენ ქაღალდზე ექვსი ბრიგადა გვყავდა (2014 წლის მონაცემებით) და სინამდვილეში რამოდენიმე ათასი კაცის ნაცვლად 400 სამხედრო შეგვრჩა ხელში“ – აღნიშნავს მატიოსი. უკრაინის სამხედრო პროკურატურის ინიციატივა, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრების გასამართლებას წარმოადგენდა 2014 წლის მაისში გახდა ცნობილი. აგვისტოში უწყებამ, პირველი ეჭვმიტანილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი ამხილა.