ალქესანდრე მილერი: „უკრაინა ზამთრისთვის გაზის ჩატუმბვას ვეღარ მოასწრებს“

გ6

რუსული გაზის კომპანიის ,,Газпром“-ის შეფის, ალექსანდრე მილერის განცხადებით, უკრაინული მხარე დაზამთრებამდე, ვერ მოასწრებს სატრანზიტო და ადგილობრივ ბაზარზე მოხმარებისთვის გათვალისწინებული გაზის რაოდენობის ჩატუმბვას. ,,პირადპირი თუ ვიქნები, სამწუხაროდ უკრაინა ვეღარ მოსაწრებს სატრანზიტოდ გათვალისწინებული ბუნებრივი არის ჩატუმბვას. მითუმეტეს, ვერც ადგილობრივი მოხმარებისათვის გათვალისწინებული რაოდენობის დაბინავებასაც. ქვეყნის საცავში, როგორც მინიმუმ 18 მილიარდი კუბური მეტრი გაზის რაოდენობა უნდა მოთავსდეს, თუმცა სასურველია ეს ციფრი 20 მილიარდ აღემატებოდეს. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უკვე რეალობაა, კიევის ხელისუფლებამ ზამთარზე ფიქრის ნაცვლად, უაზროდ გამართულ პრესკონფერენციებზე კამარებთან კეკლუცი არჩია. წინასწარი მონაცემებით, წლევანდელი ზამთარი მეტად მკაცრი იქნება და უბრალოდ საინტერესოა საკუთარი მოსახლეობის გათბობას კიევი როგორ გეგმავს. რისკები იზრდება და უკრაინის ხელისუფლება, თითქოს უდიდეს მარაგს აკონტროლებდეს და მშვიდად ზის. რაც შეეხება ევროპის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის პასუხისმგებლობას, ეს უკრაინული კომპანიის “Нафтогаз”-ის ვალდებულებაა და პრინციპში ჩვენც გვაინტერესებს, ევროპას აღნიშნული კომპანია ჰაერს გაუგზავნის თუ ბუნებრივ გაზსს“ – განაცხადა მილერმა. 6 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინას 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს. აქედან ხუთი მილიარდი წინასწარი გადახდით, ხოლო დანარჩენი ხუთი კი წინასწარი მოთხოვნის ფორმით. ინფორმაციას სააგენტო ,,Интерфакс“-ი ავრცელებს.