გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სოფელ პალდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 მამაკაცი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.

მაკა მოსიაშვილი