აფრიკის ხუთი ქვეყანა ,,ბოკო ხარამის” წინააღდეგ ერთად იბრძოლებს

გ5

ხუთი დასავლეთ აფრიკული ქვეყანა, ტერორისტული ორგანიზაციის ,,ბოკო ხარამის“ წინააღდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე გადაწყდა, რომელიც ნიგერის დედაქალაქ ნიამეში შედგა. ,,რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც ნიგერის ფარგლებს გარეთ საკმაოდ მყარად დგას და აფრიკული ქვეყნების მოსახლეობის მშვიდობიან ცხოვრებას საფრთხეს უქმნის, სასწრაფოდაა შესაჩერებელი. შეიქმნება ერთიანი სამეთაურო შტაბი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს კოალიციურ ძალებს. ნიგერი, ნიგერია, ჩადი, ბენინი და კამერუნი ეს ის ქვეყნებია, რომლებიც აფრიკის კონტინეტზე მოქმედი ტერორიტული ქსელის წინააღდეგ გაერთიანდა. სამეთაურო შტაბი 20 ნოებერს აქტიური დაგეგმარების სრულ ვარიანტს წარმოადგენს და მხარეები უკვე საბრძოლო მოქმედებებზე გადავლენ. უკვე პირველ ნოემბერს გაერთიანებული სამხედრო კონტინგენტი დასავლეთ აფრიკის ქვეყნების საზღვრების კონტროლის გამკაცრებით, ოპერაციის პირველი ნაწილის რეალიზებას შეუდგება“ – ნათქვამია შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტში.