ოპიზიცია აჭარაში პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს

აჭარაში შვიდი მოქმედი ოპოზიციური პარტია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გააკეთეს. “ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, „ლელო – საქართველოსთვის“, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“, „ემსახურე საქართველოსა” და “ახალი საქართველოს” წევრების თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ხელი მოაწერა “ქართული ოცნების” გუნდმა, დასრულებულია საჯარო განხილვები, საკომიტეტო მოსმენები და დარჩენილია კენჭისყრა. პარტიების წევრები ცვლილებების ბოლომდე მიყვანას მოითხოვენ. ,,მოვითხოვთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიღებული შეთანხმების შესაბამისად პროპორციული სისტემის შემოღებას და მივმართავთ აჭარის ხელისუფლებასაც, რომ გაგრძელდეს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და ამის შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით პროცესში” – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძემ.

ხვიჩა მამულაძე