თურქეთის ექვს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

გ4

თურქეთში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთებით დასახლებულ რეგიონში, ქურთი მოსახლების მასობრივი პროტესტის გამო, ანკარამ კომენდანტის საათი შემოიღო. საპროტესტო აქციები თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც თურქ სამხედროებს ერაყის და სირიის ტერიტორიაზე , მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღდეგ სახმელეთო, სამხედრო ოპერაციის წარმართვის უფლება მიენიჭათ. უკანასკნელი დღეების მანძილზე, თურქ სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკებებს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ,,პროტესტანტების“ განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ, თურქეთის ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის, საპროტესტო აქციები შეიარაღებული კონფლიქტის სახეს მიიღებს და პროცესები უმართავი გახდება. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმია, კოალიციურ ძალებს შეუერთდა, რომლებიც ერაყი-სირიის ტეროტორიებს მასიურად ბომბავენ.