მეუფე იაკობი – უგულავას: „ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო?!“

ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიგი  უგულავა  ციხიდან პატრიარქის მიმართ  გარკვეულ გზავნილებში დაადანაშაულა:  

„ციხიდან პატრიარქის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო ჭკუაზე?! განთავისუფლება მივულოცე, ნებისმიერს მივულოცავ. რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ეგენი რომ გამოუშვეს, შეიძლება, ამერიკელებისთვის, რუსებისთვის ან ევროპელებისთვის პოლიტიკური დევნილები იყვნენ. რისთვის ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნილები არიან? იმიტომ ამბობენ, რომ ხელისუფლების ბევრი რაღაც არ მოსწონთ. უშუალოდ მათ პოლიტპატიმრებად არ მივიჩნევდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო, ჩანდა. რურუას რომ ტელევიზია აქვს, მაგ ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში…“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა სოფელ ტიბაანის ხირსის  მონასტრის სტეფანე პირველდიაკვნის ტაძრის  აღდგენისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკვდერის კურთხევის შემდეგ.

მაკა მოსიაშვილი