დაღესტანში პოლიციამ სამი ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლო

გ3

დაღესტანში პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების შედეგად, სამი ბოევიკია ლიკვიდირებული. ინციდენტი შამილის რაიონის სოფელ ხებდასთან ახლოს მოხდა. ,,ბოევიკებმა მსუბუქი ავტომობილი ,,Daewoo Nexia“ გაიტაცეს და პოლიციის განყოფილებისაკენ დაიძრნენ. შეიარაღებული ბანდის წევრები პოლიციის განყოფილებასთან მიახლოებისთანავე ავტომობილიდან გადმოვიდნენ და სამართალდამცავი ორგანოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ, ძალოვნებმა ბანდიტების ლიკვიდაცია შეძლეს“ – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან უწყებაზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ექსპერტკრიმინალისტებმა, ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი, რადიოგადამცემი და ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ლიკვიდირებული პირები ფედერალურ ძებნაზე იმყოფებოდნენ.